- განქორწინება
- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის საფუძველია. მეუღლეთა შორის ურთიერთთანაცხოვრების შეუძლებლობის შემთხვევაში თუ არსებობს ქორწინების შეწყვეტის ნება, ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში, ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, რომელთაც არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, შეაქვთ განცხადება განქორწინების შესახებ. განქორწინების შესახებ განცხადება შეიძლება განხილულ იქნას ერთ-ერთის დაუსწრებლად, მაგრამ განქორწინებაზე მისი წერილობითი თანხმობით.Source: ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები,-[კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი] - თბ., -2005
Georgian encyclopedia. 2013.